სოფელ შუხუთს ტრადიციული ლელოს დღესასწაულზე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა. "რაგბი მსოფლიო სპორტია, ლელო კი ჩვენი"–აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
"პირველად ვესწრები ამ დღესასწაულს. ძალიან მინდოდა ჩემი თვალით მენახა ყოველივე. რაც შეეხება პოლიტიკას, მე ხალხს პირობა მივეცი, რომ მაისში გავაკეთებდი განაცხადს, მოვიდოდა თუ არა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში და სავარაუდოდ, ჩვენი პასუხი იქნება დადებითი, რადგან ეს არის ხალხის დაკვეთა. დღეს საქართველოში, ფაქტბრივად პოლიტიკა არც არსებობს."
ლელოს ტრადიციულ დღესასწაულზე ბურჭულაძეს მასპინძლობა გაუწია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოდგილემ ნუგზარ ცინაცძემ.
მამათის ანსამბლ "ხელხვავთან" ერთად ბურჭულაძემ "ხასანბეგურა" შეასრულა.
მსოფლიო ბანმა კომპლიმენტიც მიუძღვნა ხასანბეგურას წევრებს, "მსოფლიო ბანი ეს თქვენ ხართ!"