"გიგი წერეთლის თავმჯდომარეობას რაც შეეხება, პირველი, ნაციონალურმა მოძრაობა მთელი თავისი საქმიანობით, მთელი თავისი შინაარსით, წარსულით და მომავლის გეგმებით ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რაც არის ეუთო. ეს არის უსაფრთხოება, ეს არის ადამიანის უფლებები და ეს არის მშვიდობა მსოფლიოში და დედამიწის იმ ნაწილზე, რომელსაც ეუთო ფარავს. მეორე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ლაპარაკობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი იყოს ამ თანამდებობაზე, მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველობა არის არა სისხლის შემადგენლობით, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულით და მსახურებით. ამ გაგებით ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ არის ქართველი, მათ არ აქვთ სამშობლო, მათთვის საქართველო არის უბრალოდ ის ტერიტორია სადაც მათ შეიძლება გაიკეთონ კარიერა. სხვა მათთვის საქართველო არ არსებობს, ამის ნათელი დასტურია სააკაშვილიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაპარაკობდა, რომ საქართველო მის გეგმებში მეასე ადგილზეა, მას არ აინტერესებს საქართველო. მისთვის ოდესა და უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელიც უნდა გადაარჩინოს. დღეს როდესაც ჩაფლავდა მისი უკრაინული პროექტი, დღეში ოცჯერ ლაპარაკობს საქართველოზე, ნახა რომ იქ ვერ იკეთებს კარიერას და კარიერის აქ გაგრძელება უნდა. შესაბამისად მე ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ თუ რუსული დელეგაციის დახმარებით მაინც გავა რას ვიზამთ, გავიდეს." – განაცხადა სოზარ სუბარმა
Developed By Web Features 2024 © All rights reserved