დღეს ლანჩხუთელ ამომრჩეველთან შეხვედრისას პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის თქმით, მას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას გეგმავს.
"თუ ადრე 80-100 ლარი ღირდა ამომრჩევლის ხმა, ახლა თითო ხმაში 250 ლარის გადახდას აპირებს "ქართული ოცნება", რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეს თქვენზეა დამოკიდებული აიღებთ თუ არა ფულს, მთავარია, ხმა მისცეთ იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლით. თუ საერთოდ არავინ არ მოგწონთ გადაშალეთ ყველა, ოღონდაც მიდით არჩევნებზე. ნუ მისცემთ ხელისუფლებას შანს სათავისოდ გამოიყენოს თქვენი ბიულეტენი და გაიხანგრძლივოს არსებობა", -მიმართა შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას პაატა ბურჭულაძემ.