გამოცემა REUTERS ე.წ. "ისმალური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ერთ-ერთი ქართველის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით – "ყოფილ საბჭოთა კავშირიდან გასახლებულები რუსული აქცენტით "ისლამური სახელმწიფოსთვის ძალადობენ".
სტატიაში აღნიშნულია, რომ თარხან ბათირაშვილის მამა, თემურ ბათირაშვილი შვილის სამხედრო ქმედებებს გმობს, თუმცა დეიდა ესმა ბორჩაშვილი, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები, მას გმირად მიიჩნევენ.
ბათირაშვილის მამის თქმით, 2012 წელს, თარხანი სამოგზაუროდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში წავიდა.
"მამა, მე ვიპოვე ჩემი გზა და ეს ქვეყანა აღარ მჭირდება,"_ ამ სიტყვებით დატოვა ეთნიკური ჩეჩნების სოფელი თარხან ბათირაშვილმა.
მისივე თქმით, მამამ შვილთან კავშირი მას შემდეგ დაკარგა, რაც მან სირიიდან ერთხელ დაურეკა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერო-ს ინფორმაციით, ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ რუსულ ენაზე მოლაპარაკე მებრძოლების გუნდს აყალიბებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების უკან, სავარაუდოდ, ამ ძალის განშტოება დგას.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებამდე ბათირაშვილი ცნობილი იყო ომარ ალ-შიშანის, იგივე ომარ ჩეჩენის სახელით. ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგით მე-2 მებრძოლი გახდა, ხოლო, ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის ცოცხალი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათირაშვილმა რუსეთიდან, ძირითადად, ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური რეგიონიდან მეთაურები შემოიკრიბა, რომლებიც ორგანიზაციაში ძირითადი ფუნქციები ეკისრებათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საგზაო ნიშნები არაბულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა აღმართული, რაც ადასტურებს რუსულად მოსაუბრე მებრძოლების დიდ გავლენას დაჯგუფებაში.
REUTERS -ის ცნობით, ბათირაშვილი საქართველოში, პანკისის ხეობაში, ძირითადად, ქისტებით დასახლებულ რეგიონში იზრდებოდა, სადაც ეთნიკური ჩეჩნები 1800-იან წლებში დასახლდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩეჩნებმა მოსკოვის წესების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რის შემდეგაც რეგიონში თავდასხმები გახშირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ოჯახში მესამე ვაჟი იყო. მამა ქრისტიანი ჰყავს, ხოლო დედის მამა მუსულმანი ჰყავს.
"რელიგია ჩვენს ოჯახში საკამათო თემად არასდროს ქცეულა. მე ყოველთვის ქრისტიანულ ეკლესიაში ვლოცულობდი,"_ აღნიშნავს თარხან ბათირაშვილის მამა.
მისივე თქმით, თარხან ბათირაშვილი ქართულ არმიას შეუერთდა და სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში მსახურობდა. ის 2008 წელს აგვისტოს ომში იბრძოდა, როდესაც რუსეთის ჯარები საქართველოს თავს დაესხა. ომიდან ორი წლის შემდეგ ბათირაშვილი ტუბერკულიოზით დაავადდა, როს გამოც ჯარიდან გაათავისუფლეს და პანკისის ხეობაში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა.
"ის სხვა სამუშაოს პოვნას ცდილობდა, რაც რთული იყო. შემდეგ დააპატიმრეს,"_ ამბობს თემურ ბათირაშვილი.
როგორც ცნობილია, 2010 წელს პოლიციამ ბათირაშვილის სახლი გაჩხრიკა და ვაზნებით სავსე ყუთი ამოიღო. ხოლო შემდეგ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში და იარაღის უკანონო ფლობაში დაადანაშაულა და დააპატიმრა. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ კი ამნისტიით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, ბათირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბათირაშვილის მამა გმობს მის სამხედრო საქმიანობას, თუმცა ოჯახის სხვა წევრები ამას მიესალმებიან.
როგორც REUTERS-თან საუბრისას ბათირაშვილის დეიდა ესმა ბორჩაშვილი აღნიშნავს თარხანი ბევრისთვის გმირია.
"ჩვენ დავკარგეთ დიდი პატრიოტი. ის არასდროს ყოფილა ტერორისტი, არამედ, ბევრისთვის გმირია,"_ამბობს ბორჩაშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცნობილი სირიაში ასადის საჰაერო ძალების წინააღმდეგ ბრძოლით გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმაციით, 2013 წელს შიშანის დაჯგუფება 1 000-მდე მებრძოლით გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია თუ რამდენი რუსულენოვანი სამხედროა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში.
ამავე თემაზე:
ბათირაშვილი არც დაღუპულა და არც დაშვებულია_რას წერს ახალი ამბების სააგენტო
პენტაგონში ბათირაშვილის სიკვდილს ადასტურებენ
თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია
თარხან ბათირაშვილი მძიმედ არის დაჭრილი – REUTERS
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ომარ ალ-შიშანი შესაძლოა დაიღუპა
სააგენტო EIN : ერაყის ჯარებმა თარხან ბათირაშვილი დააკავეს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს