საფრანგეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე სუსტი გამოსვლის შემდეგ ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან გადადგა,
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელებს ჰოჯსონის ნაცვლად რომელიმე ბრიტანელი ფეხბურთის სპეციალისტის დანიშვნა სურდათ, მაგრამ ნაკრების მოთამაშეებმა უცხოელი მწვრთნელი მოისურვეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა რომ ინგლისის ეროვნულ გუნდს ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი ჩაიბარებდა. მის გარდა ნაკრების მწვრთნელობა ლორან ბლანს, იურგენ კლინსმანსა და არსენ ვენგერს სურდათ.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ "Football Italia" სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ამ გამოცემას თუ ვენდობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავკაცებმა გუუს ჰიდინკთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თვალი კლუბი „ინტერის“ ამჟამინდელ თავკაც რობერტო მანჩინის დაადგეს.
იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მანჩინი "ინტერის" დატოვებასა და "ნისლიანი ალბიონის" ქვეყანაში სამუშაოდ გადასვლაზე თანახმა ყოფილა. რასაკვირველია უცნობია, მანჩინის წასვლის შემთხვევაში მილანურ გუნდს რომელი ფეხბურთის სპეციალისტი ჩაიბარებს.
Football Italia