ესპანეთის სასამართლომ არგენტინელ ფეხბურთელს, ლეონელ მესის საგადასახადო თაღლითობისთვის 21 თვით პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მესის და მამამისს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 4 მილიონზე მეტი ევროს თაღლითური გზით დამალვა.
როგორც ცნობილია, სასამართლომ მესის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, 2 მილიონი ევროს გადახდა, ხოლო მის მამას 1.5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეონელ მესი აცხადებს, რომ მას ფინანსებთან შეხება არ აქვს და დოკუმენტაციას ყოველთვის წაუკითხავად აწერს ხელს.