თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მზადდება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ილდირიმის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება სამხედროების ნაწილმა სცადა.
თვითმხილველთა თქმით, ამჟამად ანკარაში მობილზიებულია სამხედრო ტექნიკა. ისმის სროლის ხმა. დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ.
ამას გარდა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.
ვერტმფრენები შენიშნეს სტამბოლის თავზეც. თურქული ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე გამავალი ხიდები დაკეტილია. კერძოდ, ბლოკირებულია სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავშირებელი ხიდები.