ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სტოლტენბერგის ცნობით, ის ახლახან ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს და თურქეთში მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება.
"მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, ასევე თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კონსტიტუციის სრული პატივისცემისკენ. თურქეთი ნატო-ს ფასეული მოკავშირეა", _ ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.