სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აკონტროლებს, 900-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, რომელიც გამოცემას თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მიაწოდეს ქვეყანაში კომენდატის საათია გამოცხადებული.
მათივე თქმით, შეჩერებულია როგორც საზღვაო, ასევე საგზაო მიმოსვლა. დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
ამ დრომე ჩაკეტილია ბოსფორის ხიდი.
თურქეთში კომენდანტის საათი მოქმედებს და ქუჩებში არმიის წარმომადგენლები პატრულირებენ.
თურქული მედიის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაღუპული. უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.