ინდოეთში, ასამში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მარკეტში სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა თავდამსხმელებმა 13 ადამიანი მოკლეს, ხოლო 15 დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება მომხდარში რეგიონალურ სეპარატისტულ დაჯგუფებას ადანაშაულებს.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები განურჩევლად ყველას ესროდნენ.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის, მუქეშ საჰაის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო 4 ახლომდებარე ტყეში მიიმალა.
მისივე თქმით, შემთხვევის დროს დაღუპული თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიოული ფრონტის ბოდოლანდის დაჯგუფების დადანაშაულება მომხდარში უკანონობაა, რადგან ჯერ შეიარაღებული პირის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ბოლო დროს მომხდარ თავდასხმებს შორის.
"სამართალდამცავები დამნაშავეების კვალს ეძებენ, რომლებიც ინციდენტის ადგილიდან ახლოს მიიმალნენ. დელიდან გამოვგზავნით ჯგუფს, რომელიც მომხდარს გამოიძიებს,"_აცხადებენ სამინისტროში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასამი განუვითარებელი სახელმწიფოა, სადაც ეთნიკური და ტომობრივი დაპირისპირება ხშირად ხდება.
ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრის, ჰიმანტა ბისვა შარმას განცხადებით, მომხდარი მშვიდობის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.