თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან, სადაც თბილისის მერმა, 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, მერიის დაცვის თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები გააძევეს.
„თავისუფალი ზონის წევრები“ _ ბესო კალაძე და ირაკლი ქომეთიანი საპრეზენტაციო დარბაზში შევიდნენ და დედაქალაქის მერისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია. ინციდენტი ჯერ არასამთავრობოელებსა და დედაქალაქის მერის პირად დაცვას შორის მოხდა. მოგვიანებით კი მათ მერიის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზი დაატოვებინეს.