ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისში ე.წ კოორდინატორები აქტიურ წინასარჩევნო აგიტაციას ეწევიან კარდაკარის პრინციპით. ისინი სააგიტაციო ბროშურებს არიგებენ და მომხრეების სავარაუდო სიებს აწარმოებენ.
"გურია ნიუსს" ექსკლუზიურად ჩააუვარდა ერთ-ერთი პარტის კოორდინატორის დღიური, სადაც ქალბატონი, რომელიც გურიიდან არის ჩასული და თბილისში მუშაობს, განსაკუთრებული სიზუსტით და ხატოვნად აღწერს ამომრჩველთა განწყობებს.
გთავაზობთ კორდინატორის ჩანაწერს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ამომრჩევლთა პერსონალური ინფორმაციის სრული დაცვით:
"მე-9 სართული, ბინა 18, სიხარულით ჩეიბარა, მხარს გვიჭერს"; "მე-11 სართული, ბინა 22 _ რემონტი ქონდა, არ დამელაპარაკა"; "მე-10 სართული _ გეიცინა, პოტენციური მომხრეა"; "მე-12 სართული _ გამლანძღა, გამთათხა"; "მე-7 სართული, ბინა 21 _ არა შენი საქმე ყუთან გავაკეთებ არჩევანსო"; "მე-3 სართული, ბინა 6 _ გოურკვევლობაშია მარა, სტუმარი გოგო დამხდა და ის მომხრეა"; "მე-8 სართული _ მომხრეა, დამპირდა წევიკითხავო" მინაწერი _ კაი კაცია.
"მე-14 სართული, ბინა 33 _ მომხრე ვარო. მარა არაა სანდო".