ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მტკიცებით, გიორგი ერმაკოვი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 2 მილიონ ნახევარი ლარით გაზრდის თხოვნით ბათუმის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე მიმართავს – რაც ამომრჩევლის მოსყიდვაა.
გიორგი კირთაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების შეტანა საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია.
„ჩვენი თანაქალაქელები ეხვეწებოდნენ ერმაკოვს პრობლემების გადაწყვეტას. მას მხოლოდ 17 დღით ადრე გაახსენდა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაწყვეტი და ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება სთხოვა მან ბათუმის საკრებულოს. ჩვენ ვიწყებთ პროცედურას მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ უუნარო, არაფრის მკეთებელი და საეჭვო კორუფციულ გარიგებებში შემჩნეული ერმაკოვი გავუშვათ სახლში,“-განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ.
ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ გამონაკლის შემთხვევაში კანონი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.