57 წლის ასაკში, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
მათი ცნობით, ფოცხვერია გუშინ გვიან, 23:00 საათისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიღუპა.
კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.
ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი ტარიელ ფოცხვერია, იგივე "ტარასა" ციხის ბუნტის ბრალდებით 2007 წელს უკრაინაში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა, სადაც მას ბრალად "კანონიერი ქურდობა" და თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა წაუყენეს. შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2014 წელს, თბილისის მე-9 საავადმყოფოში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, ისევ დააკავეს.
ტარიელ ფოცხვერიას ქუთაისში ხვალ გადაასვენებენ.