REUTERS-ის ინფორმაციით, ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე თავს ადოლოფ ჰიტლერს ადარებს და დასძენს, რომ ბედნიერი იქნება თუ ქვეყანაში 3 მილიონზე მეტ ნარკოტიკების მომხმარებელს გაანადგურებს.
როგორც ცნობილია, ფილიპინების პრეზიდენტის განცხადებამ ამერიკის შეერთებული შტატების და ებრაული სათვისტომოების აღშფოთება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დუტერტემ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც მანილასა და ვაშინგტონის მჭიდრო ურთიერთობა შეარყია.
"თუ გერმანიას ჰყავდა ჰიტლერი, ფილიპინებსაც შეიძლება ყავდეს. ჩემი მსხვერპლის შესახებ თქვენ უკვე იცით. ჩემი ქვეყანა გადარჩება შემდეგი თაობის დაღუპვისგან და კრიმინალის პრობლემა დასრულდება,"_განაცხადა დუტერტემ.
როგორც ცნობილია, დუტერტე ხელისუფლებაში მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა და პირობა დადო, რომ 100 მილიონიან ქვეყანაში ნარკოტიკებსა და კორუფციას გაანადგურებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დუტერტეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციებს 3 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა ნარკომომხმარებლები და დილერები იყვნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფილიპინების პრეზიდენტის განცხადება ებრაულმა სათვისტომოებმა დაგმეს.
სიმონ უისენტალის ცენტრის ციფრული ტერორიზმისსა და სიძულვილის პროექტის ხელმძღვანელმა, რაბი აბრაამ კუპერმა პრეზიდენტის განცხადებას აღმაშფოთებელი უწოდა.
"დუტერტე ვალდებულია ამაზრზენი რიტორიკის გამო ბოდიში მოიხადოს,"_ამბობს კუპერი.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ებრაულ სათვისტომოში აცხადებენ, დუტერტეს განცხადება მათთვის შეურაცხმყოფელი იყო.
"ნარკოტიკების მომხმარებლების და დილერების შედარება ჰოლოკოსტის მსხვერპლთან არის შეუსაბამო და ღრმად შეურაცხმყოფელი,"_აცხადებენ ებრაულ სათვისტომოში.