რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ჩოხატაურის ცენტრში. ავტომანქანა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, დაზარალებული ქუჩებს ხვეტავდა და გზის ერთი მხრიდან მეორეზე სირბილით გადასვლას ცდილობდა:
_ საბედნიეროდ დიდი სიჩქარით არ მოვდიოდით და დავინახეთ როგორ გადმორბოდა გზაზე ადამიანი. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, რადგან გზაჯვარედინზე ვიყავით და გვერდიდან მანქანა გამოდიოდა. ამიტომ, ბარდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
დაზარალებული ამ წუთებში "ავერსის" კლინიკაში იმყოფება და როგორც გვითხრეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.