დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ რამდენიმე წთის წინ ოფიციალურად განაცხადა.
მისივე თქმით ის არ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას:
_ მე ვრჩები ოპოზიციაში, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე, მას შემდეგ ვისაუბრებ რაც ორ-სამ ადამიანს შევხდები, _ აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა დავით ბერძენიშვილს გადაუხადა მისი პოლიტიკოსად ქცევის გამო.
უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში. იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001.)
ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (1994–1997); იყო საქართველოს პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი და მისი წარმომადგენელი პარლამენტში (1992-1994). იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და იურიდიული კონსულტანტი (1990-1994).
დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან.