"მივიღე ადამიანურად მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გახდა ცნობილი და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები ტელევიზორიდან შეიტყობენ ამას" _ განაცხადა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა და "რესპუბლიკელების" დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
"დიახ, მე ვტოვებ "რესპუბლიკელებს", მაგრამ ვრჩები ოპოზიციაში და გავაგრძელებ სხვა ველზე საქმიანობას. ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მე და პარტიის სხვადასხვა ლიდერებს განსხვავებული ხედვები აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, ამავე დროს მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, ხელი შემეშალა პარტიის საქმიანობისთვის.
ამ პარტიაში ავიდგი ფეხი, მე დავით ბერძენიშვილმა მაქცია პოლიტიკოსად და მას ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას. ამასთან მადლობას ვუხდი :რესპუბლიკურ პარტიას: და მჯერა ერთი საქმისკენ სწრაფვას კვლავ გავაგრძელებთ მაგრამ სხვადასხვა ფლანგიდან",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.