თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით დღეს "აუდიტორია 115“-ის წევრები, თსუ-ს რექტორთან ერთად, დღეს პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდებიან.
შარვაშიძის თქმით, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვდრისთვის მზადყოფნა თავად გამოთქვა. შარვაშიძე იმედოვნებს, რომ ერთად შეძლებენ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ მე-6 კორპუსის პიკეტირებას, შარვაშიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებს ლექციები სხვა კორპუსებში ჩაუტარდებათ. დეკანატი უკვე ზრუნავს როგორ გადაანაწილდეს ლექციები.