ელდარ ბზეკალავა, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ.
მარინა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ დეკრიმინალიზაცია კი არა, ვფიქრობ, უფრო უნდა გამკაცრდეს კანონი.
ფრიდონ სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ მე, როგორც ყოფილი პოლიციელი, არ ვარ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე.
ლევან ბურჯალიანი, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, ვემხრობი. ასე მგონია, რომ ახალგაზრდების თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე.
ავთო სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ ვის რად უნდა ან მე რად მინდა მარიხუანა?!
ოთარ კუტალაძე, ოზურგეთი:
_ არა, არ ვემხრობი. როცა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება, ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად დაიწყებს მის მოხმარებას. დათესავენ მას მასობრივად და ვფიქრობ, ეს გაამრავლებს მარიხუანას მომხმარებლების რაოდენობას.
ხარიტონ ჩხატარაშვილი, ოზურგეთი:
_ აბა, არ ვემხრობი?! იმიტომ, რომ მაგის გამო არ შეიძლება, ადამიანი ციხეში წავიდეს.
ნატალია მიხაილოვა, ოზურგეთი:
_ კი, ვემხრობი. ცოდვა არიან ახალგაზრდები.
გურამ პეტრიაშვილი, ჩოხატაური:
_ კი, ახალგაზრდებს მაგისთვის არ უნდა იჭერდნენ.
კობა ესაძე, ოზურგეთი:
_ კი, ვემხრობი, იმის გამო, ეს არ არის იმ დონის დანაშაული, რის გამოც ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს. თუმცა, მას არც "მწვანე შუქი" ჰქონდეს. ეს ცუდი ფაქტია ისედაც, თუმცა, დასჯადი არ უნდა იყოს.