ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღეა. ბევრს სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ ავაშენებთ კედელს“,_წერს ტრამპი.
როგორც ცნობილია, მექსიკის საზღვარზე 2 000 მილის სიგრძის კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ძირითადი წინადადება იყო.
BBC -ის ინფორმაციით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მიგრაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბრძანებებს გასცემს.
ისინი სავარაუდოდ მოიცავს ხალხის ექ სტრემალურ შემოწმებას, რომლებიც უმეტესად ახლო აღმოსავლეთის მუსულმანური ქვეყნებიდან და აფრიკიდან ჩადიან.