"დაზუსტება ჟურნალისტებისთვის _ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების სია მესამედ არ ჩავარდნილა. უბრალოდ, ერთხელ გადაიდო და ორჯერ კომიტეტში კვორუმი არ იყო.
მოსამართლეთა კანდიდატების სიის მთლიანად დაწუნება საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის ისტორიაში, სამწუხაროდ, პირველად მოხდა.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება – თუკი სიის წარმომდგენი ქვეყანა შერჩევის პროცესში იმდენად სამარცხვინოდ იქცევა რომ სიის განხილვაც კი ევროსასამართლოს ღირსებაზე ბევრად დაბლა დგას" _ წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანდიდატების შესარჩევად ქართულ მხარეს ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს.
შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს გუშინ უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო.