საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის მეუღლე, ლენა მამაცაშვილი რამდენიმე წელია შპს „ახალი სერვისიდან“ სოლიდურ ფულად საჩუქრებს იღებს. ამის შესახებ ნოზაძის ქონებრივ დეკლარაციებშია აღნიშნული, რომელსაც ის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ ავსებს.
დელარაციების თანახმად, ჯამში, 2013-2016 წლებში ლენა მამაცაშვილმა საჩუქრად 80 500 ლარი მიიღო.
კერძოდ კი, შპს „ახალი სერვისიდან“ ლენა მამაცაშვილს საჩუქრის სახით, 2015 წელს 21 000 ლარი აქვს მიღებული. 2014 წელს, 20 850.00 ლარი; 2013 წელსაც იმდენივე – 20 850.00 ლარი;
2016 წელს კი, ამავე შპს-დან მან 17 80 -ლარიანი ფულადი საჩუქარი მიიღო.
მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, „გურია ნიუსთან“, მეუღლის სოლიდური საჩუქრის მიღებას ადასტურებს და ამბობს, რომ ლენა მამაცაშვილი უკვე რამდენიმე წელია ამ საჩუქრებს იღებს.
„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ „ქართუდან“… ახლობლებს, მსახიობებს, მომღერლებს აძლევენ თანხას დახმარების სახით. იმისთვის, რომ თანხა გაოფიციალურებულიდა დაბეგრილი ყოფილიყო, შეიქმნა ამაზე შპს“ახალისერვისი“„ქართუში“და იქედან ღებულობენ ამ თანხას. ეს არის დახმარების ფული“,_ აღნიშნავს ნოზაძე.
კითხვაზე: თქვენი მეუღლე კულტურის სფეროს წარმომადგენელია? – ნოზაძე გვპასუხობს:
„კულტურის სფეროს წარმომადგენელი კი არ არის, ჩვეულებრივი მეუღლეა, მე კიდევ „ქართუს“ნათესავი ვარ, რომელიც ასეთ დახმარებას აძლევს ჩემს მეუღლეს (სტილი უცვლელია, ავტ.)“,_ამბობს ნოზაძე.
ბატონო იური, ცოტა გაუგებარია და გაცილებით მეტი კითხვა გაჩნდა. იქნებ განგიმარტოთ, რა დამსახურებისთვის და რამდენი წელია ლენა მამაცაშვილი ამ დახმარებას იღებს? ამასთან, ვისი გადაწყვეტილებით იღებს თქვენი მეუღლე ამ თანხას – თქვენი მიმართვის საფუძველზე?
„_ფონდის მეპატრონე წყვეტს, ვის დაეხმაროს, ვის არ დაეხმაროს, ვის რა დამსახურებისთვის, მე როგორ გითხრათ, რა დამსახურებისთვის აძლევენ? ეს არ არის თანამშრომელი, ალბათ, აქვს სტატუსი, რომლითაც იმსახურებს დახმარებას. ამაზე ჰკითხეთ მის დამფუძნებელს, დაუკავშირდით და კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნიან. მგონი 7-8-9წელი იქნება, რაც ამ დახმარებას ღებულობს, ზუსტად ვერ გეტყვით“,_ განუცხადა „გურია ნიუსს“ ნოზაძემ.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, შპს „ახალი სერვისი“, ვირჯინიის კუნძულებზე 2010 წელს არის რეგისტრირებული (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რინგოლდ ფინანს ლიმიტედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) და ხელმძღვანელი პირი ნათელა ყალიჩავაა.საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „ახალი სერვისი“ ბანკი „ქართუს“ დაფუძნებულია, შპს-ს ხელმძღვანელი ნათელა ყალიჩავა კი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
„გურია ნიუსი“ ეცადა ნათელა ყალიჩავასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. დაკავშირების შემთხვევაში მის კომენტარსაც შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება იური ნოზაძის ქონებრივ მდგომარეობას და შემოსავლებს, როგორც 2017 წლის 28 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაში 5 ბინა, კომერციული ფართი, საცხოვრებელი სახლი, 2 ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთია.
2017 წელს, იური ნოზაძეს თაბუკაშვილის 7 ნომერში მდებარე 34,74 კვ.მ-ის კომერციული ფართი, 30000,00-დოლარად შეუძინია. ამავე მისამართზე აქვს ასევე, მშენებარე (კომერციული) ბინა, რომელიც 177,00 კვ.მ-ია. ბინის საფასური დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა, როგორც ნოზაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ეს ფართი მას 2006 წლიდან აქვს, უბრალოდ, ის 2015 წელს დაარეგისტრირა. ჯამში, ნოზაძის საკუთრებაში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ფართები 211,74 კვ.მ-ია.
“კომერციული ფართი, რომელიც მაქვს შეძენილი „ცენტრ პოინტში“ იმ ავადსახსენებელ კომპნიაში, ვარ დაზარალებულად ცნობილი, იქ მქონდა 2005 თუ 2006 წელს შეძენილი ფართი. ამ გვიან დავარეგისტრირე ეს ქონება, თორემ თანხას 2006 წლიდან ვიხდი. დარეგისტრირებული რომ წერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მაქვს შეძენილი, ეს ქონება 2006 წელს შევიძინე. ეს არის კომერციული ფართი, რომელიც სულ 177 კვ.მ იყო, თუმცა, წელს დავამატე იგივე ფართში 35 კვ.მ, რისთვისაც 30 000 დოლარი მაქვს გადახდილი. ამისთვის მე ავიღე სესხი „საქართველოს ბანკიდან“. ამავე ბანკიდან მქონდა აღებული 72000,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, მაგრამ თანხა გავზარდე და ახლა გაერთიანებული სესხით 101 000ლარი მაქვს გადასახდელი 2031 წლამდე“, _ აცხადებს იური ნოზაძე.
რაც შეეხება სხვა ქონებას, რომელსაც ნოზაძეს ფლობს, დეკლარაციის მიხედვით ასე გამოიყურება:
2008 წელს ნაყიდი 189,10 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ფასი დეკლარაციაში არ წერა.
ასევე, 1997 წელს 55,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, მუხიანი IV ა მიკრო რაიონში;
2010 წელს ნაყიდი 39,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბორჯომში, დაბა ბაკურიანში (“დიდველი”).
1994 წელს ნაყიდი 73,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა საჩხერეში, სანაპიროს ქუჩაზე და საჩხერეში, სოფელ მოძვში მდებარე 180,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, იური ნოზაძეს საკუთარი სახსრებით 1997 წელს აუშენებია.
გარდა ამისა, ნოზაძე 1990 წლიდან ფლობს 15000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ მოძვში, რომელიც მისთვის უჩუქებიათ.
ასევე, იური ნოზაძის საკუთრებაშია 2008 წელს ნაყიდი , 15,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოსადგომი თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე და მეორე 15,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი თბილისი, მუხიანი IV მკ-რაიონში, რომელსაც 1997 წლიდან ფლობს.
გარდა ამისა, იური ნოზაძის 100,00%-აინ საკუთრებაშია 2006 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა RAV-4.
რაც შეეხება მინისტრს მოადგილის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ნოზაძის დეკლარაციიდან ირკვევა, მისი ოჯახის წლიური შემოსავალი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მინისტრის მოადგილის პოსტიდან მიღებული 72518,36ლარი იყო.
დეკრაცაიის შევსების მომენტში კი, მის ანგარიშზე „ქართუ ბანკში“ 109,56 ლარი; 65,23 დოლარი და 15,31 ევრო იყო.
საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3037,47 ლარი ერიცხებოდა; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 165,69 ლარი (-); ანაბარზე კი – 4015,00 ლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, იური ნოზაძის შვილის, გიორგი ნოზაძის მიმდინარე ანგარიშზე “ქართუ ბანკში” 218,89 ლარი და 561,75 ევრო იყო;
მეორე შვილის, ნიკანოზაძის ანაბარზე “ქართუ ბანკში” 210,00 დოლარი; მიმდინარე ანგარიშზე – 1,47 ლარი და 1,78 დოლარი იყო.
მეუღლის, ლენამამაცაშვილის მიმდინარე ანგარიშზე “ბანკი ქართუში” 1417,68 ლარი და 259,38 ევრო ირიცხებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, იური ნოზაძის სახელზე ორი სესხია (სესხი, სამომხმარებლო, 72000,00, GEL 27.08.2015, 27.08.2015-01.09.2020, საქართველოს ბანკი 8191,87 GEL (გასავალი);სესხი, სამომხმარებლო, 101000,00, GEL 27.08.2015, 20.02.2017-03.03.2031, საქართველოს ბანკი 0,00 GEL (გასავალი), თუმცა, როგორც „გურია ნიუსთან“ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, „საქართველოს ბანკიდან“ გაერთიანებული სესხი აქვს აღებული და ჯამში ეს თანხა 101000,00-ლარს შეადგენს.
დეკლარაციაში ასევე წერია, რომ იური ნოზაძეს სწავლის გადასახადისთვის, გასულ წელს, 9100ლარი გაუცია.