ავსტრალიის პოლიციამ 25 წლის პირი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება მელბურნში გასულ კვირას მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებისთვის იარაღის მიწოდება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
ვიქტორიას შტატის პოლიციის ცნობით, ოთხივე პირს ბრალი უკვე წაყენებული აქვს და სასამართლოს წინაშე ისინი 14 ივნისს წარსდგებიან.
როგორც ცნობილია, თავდასხმა ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში 6 ივნისს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დროს პოლიციამ მოკლა შეიარაღებული პირი იაკიკ ხიერი, რომელმაც ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ფოიეში კაცი მოკლა, ხოლო ქალი მძევლად აიყვანა.
როგორც ცნობილია, მომხდარს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტარნბულმა ტერორისტული აქტი უწოდა.