თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.