საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, პარლამენტარი და „რაკია ჯორჯიას“ ყოფილი ხელმძღვანელი თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას რაკია ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს სასამართლოს ხარჯები – 5 000 ლარი.
საქმე ეხება 951 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ „რაკია ჯორჯიას“ სასარგებლოდ შეიძინა.
„მან მიწა 2007 წელს მისი ახლო პარტნიორისაგან 27 200 000 ლარად , რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად იყიდა, 2012 წლის ივლისში კი 2 000 000 ლარად გაყიდა. ამ მიწების რეალური ღირებულება „რაკია ჯორჯიასთვის“ 32 000 000 ლარს შეადგენდა.
მიქაძემ მიწები იმ ჰოლდინგურ კომპანიას მიჰყიდა, რომლის მფლობელიც რეალურად თავად იყო. ამის შემდეგ კი თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2$ – ად გაასხვისა~,- არნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოტანილი უკვე მეორე გადაწყვეტილებაა.
გელა მიქაძე ცოტა ხნის წინ დამნაშავედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცნეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მრავალმილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებაში , რომელიც ფოთის პორტის გაყიდვას უკავშირდება, მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი ასკვნის, რომ მიქაძემ, ხატერ მასაადმა და გიროგი ჯანაშიამ მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი კომპანიის ფინანსურ რესურსსა და ინტერესებს, რომელშიც თავად მუშაობდნენ.
მიქაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი თავის შანსებს საქართველოში ცდიდა.
1tv.ge