დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების ის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს, რომლებმაც ოქროსა და ვერცხლის მედლით გასული წლის დაამთავრეს სკოლა.
_ საზეიმო ცერემონია უნდა დავიწყო. ეს მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. ახლა, ერთი წლის შემდეგ, გადმოგცემთ წარმატებული სწავლისთვის დამსახურებულ მედლებს. თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მუნიციპალიტეტები, რომელსაც 36 მედალოსანი ჰყავს. ახლა უკვე ისეთივე წარმატებული სტუდენტები ხართ, როგორი მოსწავლეებიც იყავით. თქვენ ხართ ხვალის იმედი. ეს არის თქვენი ნაშრომის საჯარო აღიარება. გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, _ უთხრა მედალოსნებს რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა და მათ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
მასთან ერთად, წარჩინებულებს მედლები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და სხვა თანამდებობის პირებმა.
გასულ 2016 წელს, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მედალი 36-მა კურსდამთავრებულმა დაიმსახურა. მათ შორის, 24 _ ოქრო და 12 _ ვერცხლი.