საჭირო მასალა: 200 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი, ორი ს/კ წყალი, ხუთი ს/კ შაქარი, მწიკვი მარილი. ვანილი. ერთი ცალი კვერცხის გული ზემოდან წასასმელად.
გულსართისთვის: ოთხი ცალი გაფცქვნილი ბანანი, ამოვლებული შაქრის პუდრაში.
მოვზილოთ ცომი ფქვილით, გამდნარი კარაქით, შაქრით, წყლით. გავაბრტყელოთ, დავახვიოთ და ერთი საათით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედი ფორმით და ასევე ოთხ ნაწილად გაყოფილი, სათითაოდ კვლავ ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ. თითოეულზე დავდოთ ბანანი, გადავახვიოთ და ბოლოები კანფეტივით გადავუგრიხოთ. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ აირღუმელში, 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება, მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა და მივირთვათ როგორც ცივ, ასევე ცხელ ყავასთან ერთად.