რუსეთის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელს,ზაურ დადაევს, 20 წელი, ხოლო მკვლებაში მონაწილე სხვა პირებს 11-19 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნემცოვი 2015 წლის თებერვალში გასროლით მოკლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მის ოჯახის წევრებს ეშინიათ, რომ მკვლელობის დამკვეთს არასდროს დაიჭერენ.
მათი ადვოკატის თქმით, მკვლელობის უკან, შესაძლოა, რუსეთის ერთგული, ჩეჩნეთში მცხოვრები მაღალჩინოსნები იდგნენ.
როგორც ცნობილია, დადაევი ჩრდილოეთ კავკასიის ელიტარული ბატალიონის ყოფილი წევრი იყო ჩეჩნეთში, აღნიშნული ბატალიონი კი რაზმან კადიროვის დაქვემდებარებაშია.
გავრცელებული ცნობით, სასამართლომ დადაევს ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მიღებული ჯილდო, ჩამოართვა.
ძმებს, ანზორ და შადიდ გუბაშევებს, სასამართლომ 19 და16 წელი მიუსაჯა.
როგორც ცნობილია, ანზორ გუბაშევს დადაევის ავტომობილით დანაშაულის ადგილამდე წაყვანა-წამოყვანაშია დამნაშავე.
ტამერლან ესკერხანოვს 14 წელი, ხოლო ხაზმათ ბახაიევს 11 წელი მიესაჯა. ისინი და შადიდ გუბაშევი მკვლელობის დაგეგმვაში არიან დამნაშავეები.
ერთ-ერთი დამნაშავის თქმით, ბესლან შავანოვი, რომელიც ასევე მკვლელობაში მონაწილეობდა, პოლიციის მიერ დაკავების მცდელობის დროს დაიღუპა.