რამდენიმე წუთის წინ, ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“როცა მოვედით ქალის ცხედარი ნაპირთან ახლოს იყო. მაშინვე დავურეკეთ სამაშველო სამსახურს და პოლიციას“, – ამბობს ზვიად ჭურკვეიძე.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.