ქალაქ ოზურგეთში გამართულ გურიის ტურიზმის ფესტივალში არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
“ჩვენ ავუხსენით ოზურგეთში მოსახლეობას DCFTA-ი სარგებელის შესახებ და რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირთან ურთიერთობას. მინდა გითხრათ, გურულები მეტად დაინტერესებული არიან იმ პროექტებით, რომელიც მათ და ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, _ გვითხრა კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის წევრმა, ზურაბ მოდებაძემ.
მისივე თქმით, თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, რადგან შემდეგში დაინტერესდნეს გავიდეს ევროპაში ექსპორტზე ან გააუმჯობესოს თავისი წარმოება, პროდუქტი.
“რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრისგან მიიღონ რეალური სარგებელი .ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, როგორ განსხვავდება ევროკავშირის ბაზარი რუსეთის ბაზრისგან. ასევე, ავუხსენით კონკრეტულად რატომ გვინდა იმ სტაბილურ ბაზარზე შეღწევა, რომელიც არის დაკომპლექტებული 28 ქვეყნისგან და 500 000 000 მილიონი მომხმარებელისგან“, _ თქვა ზურაბ მოდებაძემ.