საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების 12 თანამშრომელი აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტის მიზანს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში ვისკონსინის შტატის ქალაქ ოშკოშში კვალიფიკაციის ამაღლების კურსს გაივლიან, შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაათვალიერებენ და დაწესებულებების უსაფრთხოების მართვის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა და ახალი პროექტის დაწყება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებზე მომზადებული სპეციალური დანიშნულების რაზმისა და საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს. (R)