,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორგასალის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ლანჩხუთის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გვარჯალაძე წარუდგინა.
ამომრჩეველთან საუბრისას ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრობლემები, შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად და პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდება.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ლესაშიც გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჭიჭინაძე წარადგინა.
როგორც სარიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო წლების მდგომარეობით სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფელი ვითარდება, რაც სასიახრულოა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გუნდთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, ის გეგმავს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას. „შიდა გზები, ხიდები, წყალმომარაგება, ახალი შენობები – ეს ის პრიორიტეტებია, რას სჭირდება თითოეულ სოფელს და მთლიანდ მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა.