თბილისში, წერეთლის გამზირზე, „თი-ბი-სი ბანკის“ დაყაჩაღება სცადეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასმხმელი ერთი ადამიანი იყო, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა.
შსს-ს და ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. ბანკში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.