ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებში ხუთი მერობის კანდიდატი არის დარეგისტრირებული. “გურია ნიუსი” დაინტერესდა, არის თუ არა მათ შორის ქალი.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კილაძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალი კანდიდატი მხოლოდ ერთია _ ლელა ჩახვაძე “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს.