სპორტული და კოფეინირებული ენერგეტიკული სასმელების მიღებას ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თავი უნდა აარიდონ, რადაგნ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას GLOBALNEWS კანადის პედიატრიულ საზოგაოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, გულის პათოლოგიური რიტმი, კრუნჩხვები და მაღალი წნევა_ის სიმპტომებია, რითაც ენერგეტიკული სასმელების მოხმარების გამო, საავადმყოფოებში ახალგაზრდები და მათ შორის ბავშვები, 6 წლიდან ხვდებიან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ენერგეტიკულ სასმელებს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის სახიფათო უწოდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან, რადგან ენერგეტიკული სასმელის დალევა ცხელი ყავისგან განსხვავებით სწრაფად ხდება, რამაც შესაძოა კოფეინით იტოქსიკაცია გამოიწვიოს.
როგორც მაუწყებელი წერს, კომენტარისთვის კანადის სასმელების ასოციაციას, Red Bull-ს, Pepsi Canada-ს, დაუკავშირდა, მაგრამ მათ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.