“გურია ნიუსი” ამ წუთებში იმყოფება მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახში. გარდაცვლილის და და ახლობლები მომხდარში ს.მ-ს, ა.კ-ს და დ.კ-ს ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს და დასახელებულ პირებს დავა მიწის გამო ჰქონდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” რამდენიმე ხნის წინ წერდა. როგორც მაშინ “გურია ნიუსთან აღნიშნავდნენ, “
“ი.ტ-ს თვითნებურად ჰქონდა შეღობილი მდინარისპირა თითქმის მთლიანი ზოლი, რაც ხელს უშლიდა საქონლებს წყლის დასალევად მდინარეზე ჩასვლაში. ს.მ. მას სთხოვდა, რომ ღობე გადაეწია და პატარა გზა დაეტოვებინა, რაზეც ი.ტ. წინააღმდეგი ყოფილა და არ ითვალისწინებდა ს.მ. თხოვნას. ი.ტ სასიკვდილოდ გაიმეტა ს.მ. მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში, გადაჭრილი ჰქონად სისხლძარღვები, იქ რომ სხვები არ ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა, მოეკლა კიდეც. შემდეგ ბარძაყში მოხდა სისხლისჩაღვრა, 10 ნაკერი ადევს“, _ ამბობენ ახლობლები “გურია ნიუსთან“. მათივე თქმით, პოლიციას დანმაშავე პირი არ დაუკავებია, პირიქით, “მკურნალიძეების თავდებობით გარეთ არის” (მკურნალაძე კუდ-ის ყოფელი თანამშრომელია).
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, მაშინ მომხდარის გამო არავინ დაუსჯიათ.