დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ დანიშვნის მსურველ 14 მოსამართლეს მოუსმენს. გასაუბრება რამდებიმე წუთში დაიწყება. 14 კანდიდატს შორისაა მერაბ გაბინაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი იყო და საბჭოში უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. გასაუბრებაში ასევე მონაწილეობენ დღეს მოქმედი საბჭოს წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.
გასაუბრების ვადა 9-11 ოქტომბერია. გასაუბრებაში მონაწილეობას 38 კანდიდატი იღებს. კენჭისყრას საბჭოს წევრები მას შემდეგ გამართავენ, რაც ყველა მათგანს გაესაუბრებიან.
უვადოდ გამწესების მსურველმა ორმა კანდიდატმა :თამარ ალანიამ და ელისო ტუკვაძემ დაჩქარებულუ წესით გასაუბრება უკვე გაიარეს. თამარ ალანია საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი და გვანცა ყუფარაძის გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეა.
უვადოდ გამწესებაზე მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება აქვს და წარმატებით აქვს გავლილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.