ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება. როგორც სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა განაცხადეს, ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არავის უცნობებია. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის გრიგოლ ბერბიჭაშვილის თქმით, შესაძლოა სხდომას ამის გამო ბევრი ვერ დაესწროს.
მისი თქმით, სინოდის წევრებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებითაც არ აქვთ ინფორმაცია. თუმცა არ არის გამორიცხული დღეს მსჯავრდებულის დეკანოზ გირგი მამალძის შესახებ იმსჯელონ.
“მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვმდელმთავრებმაც არაფერი იციან, სხდომის საკითხებს შემდეგ გაიგებთ. ფაქტია, რომ გუშინ გამოცხდდა (სხდომის შესახებ) და მოგვიწია ჩამოსვლ. ალბათ, ბევრი ვერ იქნება სინოდის სხდომაზე. როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შეხვედრაა, ვნახოთ ალბათ უწმინდესი იტყვის. ჩვენ ვარაუდებისგან შორს ვართ, რეალობას – ვნახავთ”, – განაცხადა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.
პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხები საჯარო არ არის და მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომა 12 საათისთვისაა ჩანიშნული.
წელს სინოდის სხდომა უკვე მეორედ ტარდება. პირველი, 2017 წლის 9 მარტს ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იყო.
წმინდა სინოდის სხდომას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.