მისი თქმით, ამ თანამდებობაზე შემოთავაზება პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, თქვენ კი გეტყვით რომ მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს საქართველოში. ჩემი მთავარი პრიორიტეტი არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხზე ზრუნვა,“ – განაცხადა ჩხენკელმაა.
EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე გაუჭირდა თუ არა გადაწყვეტილების მიღება, ჩხენკელმა განაცხადა, რომ ეს სფერო მისთვის მშობლიურია და გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია. „არის ბევრი გამოწვევა და მთელი ძალ-ღონით შევუდგები საქმეს,“ _ ამბობს განათლების ახალი მინისტრი.
შეუდგება თუ არა საქმიანობას მიხეილ ჩხენკელი ახალი გუნდით და განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს განათლების სამინისტროში, ამბობს, რომ „ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს“.
მიხეილ ჩხენკელიმინისტრის პოსტზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა. ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.