ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ. მისი განცხადებით, ორივე ბრალდებული მათი სკოლის მოსწავლეა.
“სამწუხაროა, როდესაც ჩვენი სკოლს ორი მოსწავლე ამ ფაქტში მონაწილეა. ძალიან ვწუხვარ. ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში საერთოდ არ ბრძანდებოდა. მეორე მოსწავლე 6 გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა და შემდეგ, რაც მოხდა მოხდა. როგორ გავიდნენ, სად მივიდნენ ამას პროკურატურა დაადგენს. სკოლის ხელმძღვანელებს და ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მსგავსი ფაქტი, რომ დაპირისპირება ან ღელვა იყო არ შეიმჩნეოდა. ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, მე ვფიქრობ, რომ ის პოტენციური მკვლელია,”– განაცხადა სკოლის დირექტორმა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის თქმით, გამორიცხული არაა, რომ სკოლის ტერიტორიაზე ცივი იარაღით შესვლა შესაძლებელია.
“ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია ჩხრეკა ოღონდ დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. დეტექტორები არის მაგრამ ეს იმხელა სკოლაა, რომ თუ დადასტურებული ეჭვი არ არის კონკრეტული მოსწავლის მიმართ ჩხრეკას ვერ ვატარებთ,”- განმარტა ბარაბაძემ.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც დაიღუპა.