„ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და რჩევებს აძლევს:
მიშა: 50 წელი სერიოზული თარიღია!
გილოცავ და რამდენიმე დარიგებას გაძლევ: 1.დაწყნარდი; მოეშვი ყველანაირ მედიკამენტს!!! 2.გაიწმინდე ორგანიზმი შლაკებისგან და გაიწმინდე აურა; 3.გააწვევინე სანდრა “იმათ”. მან ბოლო დავალება ვერ შეასრულა; 4.მოიყვანე ცოლად ის გოგო…დიდი ხანია გელის; 5.დააშოშმინე შენი გავეშებული სექტანტები; მხოლოდ უარესად გიმხედრებენ ხალხს; 6. ნუ ათამაშებ საკუთარ ბავშვებს პოლიტიკურ სპექტაკლებში; 7.შეეშვი ბენდერებს; მათ შენი წინაპრების სისხლში აქვთ ხელები; 8.დაბრუნდი და მართლმსაჯულებას მიენდე…
გახსოვდეს:
ციხეს ორი კარი აქვს… და რაც მთავარია! მოიხადე ბ ო დ ი შ ი საკუთარი ხალხის (ქართველების) წინაშე!!! 50 წელი ცხოვრების შემაჯამებელი ეტაპი და გადაფასების პერიოდია. გისურვებდი სწორი აქცენტების დასმას, დროა!“, _ წერს მოროშკინა.