გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, საბოლოო შეფასებას, პროცესის დასრულებამდე საბოლოო შეფასებას ფაქტს ვერ მისცემენ.
„მოგეხსენებათ მთელი დღეა აქ ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერ ვაძლევთ”.
თრიალეთის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი გუშინ ღამით იპოვეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.