განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისდან უნდა გათავისუფლდნენ. მისი თქმით, კანონი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს, რათა ნარკომომხმარებელს მკურნალობისა და რეაბილიტაციის საშუალება მიეცეთ.
,,დასჯის ნაცვლად კრიმინალის სფეროდან ჯანდაცვის სფეროში გადმოვიყვანოთ ნარკომომხმარებელი, ამ პრინციპებს ვუჭერ მხარს. თვრამეტი წელია ვიბრძვი, როგორც ც-ჰეპატიტის და შიდსის კუთხით, ნარკოპოლიტიკის კუთხითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ წყალში ჩავყრით ყველაფერს, რაც დღემდე მოგვიტანია აივ-ინფექციის პრევენციის, ც-ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით. ამდენად, შემდეგი ლოგიკური სვლა არის ნარკოტიკების ჰუმანიზაცია. გავაგრძელოთ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი განხილვა, რათა ქვეყნის მომავლისთვის, თანაც მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები ავიღოთ“, _ განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას, მხარი დაუჭირა.