უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187 მუხლით, რაც გულისხმობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
“ჯერ დაუდგენელია იყო თუ არა აფეთქება. ხმა წუხელ გაისმა, ჩამსხვრეულია მინები. არავინ დაშავებულა” _ აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშ და განმარტავენ, რომ ადგილზე მუშაობენ კრმინალისტები.
თუმცა, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მაღაზიაში შეგდებული ყუმბარა აფეთქდა. როგორც „გურია ნიუსს“ ადგილზე მყოფმა პირებმა უთხრეს, მაღაზიაში ყველაფერი დამსხვრეულია.