გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გორში, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, სტალინის ბიუსტი სპეციალური ნებართვის გარეშე დადგა.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა გორის საკრებულოს წევრი, მიხეილ გოგინაშვილი, რომელმაც რადიო „თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ბიუსტის დადგმის საკითხის საკრებულოში განხილვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ბიუსტი რომ დადგეს რა პრობლემაა? საკრებულოში არ დავსწრებივარ ამ საკითხის განხილვას. კანონით თუ არ არის გათვალისწინებული, უნდა აიღონ“,_ განაცხადა გოგინაშვილმა.
მოგვიანებით, კი მერიასთან ჯეირან კიტრიაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინელის“ წარმომადგენელი ბავშვებთან ერთად ყვავილებით და ბუშტებით მივიდა და განაცხადა, რომ ბიუსტი მისი ინიციატივით დაიდგა.
როგორც ცნობილია, დღეს აქცია გორში, სტალინის მუზეუმთანაც გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა აქციაზე მისულ საზოგადოებას საბჭოთა სიმბოლიკის მქონე დროშები ჩამოართვეს.