„ქართული იდეის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი და კიდევ ორი წევრი შსს-მ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.
ცოტა ხნის წინ “ქართულმა მარშმა” განაცხადა, რომ 17:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან.
მარშის და ქართული იდეის მხადამჭერები პოლიციისგან კორკოტაშვილის და კიდევ ორი წევრის დაუყოვნებლივ გაშვებას მოითხოვენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული იდეის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებოდნენ.