რამდენიმე თვეში კანადელები მარიხუანას შეძენას თავისუფლად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEW YORK POST ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანას შეძენა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, კანონი სენატმა 52 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო იმედოვნებდა, კანონი ძალაში შესვლას 1 ივლისისთვის შეძლებდა, თუმცა მთავრობის განცხადებით, საცალო გაყიდვებისთვის მომზადებას 8-დან 12 კვირამდე დრო სჭირდება.
„ძალიან მარტივია ჩვენი შვილებისთვის მარიხუანას მიღება, რის შედეგადაც სარგებელს დამნაშავეები პოულობენ. დღეს ჩვენ ამას ვცვლით“, _ აცხადებს ტრიუდო.