დღეს, ოფიციალურად დაფუძნდა მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომელშიც 10 ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული. ისინი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის ემზადებიან. მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი კანდიდატი ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება ხელისუფლებისთვის და ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატის დამარცხებას შეძლებენ.
თუმცა, “ძალა ერთობაშიას” წევრები,ჯერჯერობით, არ ასახელებენ იმ პირის ვინაობას რომელსაც კანდიდატად დაასახელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საერთო კანდიდატს პარტიები ხვალ წარადგენენ.
„საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ეს არის კანდიდატი, რომელიც უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფოს პრეზიდენტი და ისე არა როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ქართული ოცნების მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ყველასთვის მისაღები კანდიდატურა იქნება წარდგენილი ხვალ საღამოს,“ _ აცხადებს ნიკა მელია.