ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე. მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს, შემდეგ კი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
მომხდარს პოლიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.